გაზეთი #10 (56) სექტემბერი-ოქტომბერი 2015 წელი
ძნელბედობისა და ავბედობის, ხმალშესვენებისა თუ მშვიდობიანი შრომის წლებში შემოქმედი ქართველი კაცი, თოფთან, ხმალთან, სახნისთან და გუთანთან ერთად ქმნიდა სიმღერასა და ცეკვას, ისევე, როგორც ქმნიდა ლექსს, ხატავდა ფრესკებს, აგებდა ტაძრებს... საუკუნეების მანძილზე სათუთად ინახავდა, ელოლიავებოდა და თაობიდან თაობას გადასცემდა. ცეკვა ადამიანის პირველი ლამაზი მოძრაობის შედეგია, იგი ისეთივე ძველია, როგორც მშობლიური ენა, ხატი და კერია. ცეკვა ერის სახეა, იმ კუთხისა და ხალხის სახეა, სადაც ჩაისახა, იშვა და განვითარდა. შვიდი სამთავროსაგან შემდგარ საქართველოს, შვიდქიმიანი ვარსკვლავით ემბლემადყოფილს, განსხვავებულ კილოკავზე მოსაუბრეს, ცეკვაც განსხვავებული ჰქონდა, მაგრამ გამაერთიანებელი ნიშან- თვისება _ თავისუფლებისმოყვარე სულით, ჰუმანიზმით, პატრიოტიზმის შუქით განათებული და თვითმყოფადი იუმორით შენელებული, არასოდეს მოკლებია. ცეკვის ღირსების განმსაზღვრელი კრიტერიუმიც ერთსულოვნება იყო, არის და უნდა იქნეს.

განაგრძეთ კითხვა: