გაზეთი #7 (53) თებერვალ-მარტი 2015
ძვირფასო მკითხველო!

ჩვენი და თქვენი გაზეთის წინამდებარე ნომერს ხაზგასმულად სამეცნიერო-თეორიული მიმართულება გამოარჩევს. ამას თავისი მიზეზი და გამართლება აქვს. სარედაქციო კოლეგიას, მის ცალკეულ წევრებს, არაერთხელ უთქვამთ და დაუწერიათ კიდეც, რომ ქართული ქორეოკულტურის, მათ შორის საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ხელოვნების პრაქტიკული განვითარების დონე აშკარად წინაა წასული და ბევრად უსწრებს აღნიშნულ სფეროში არსებულ თეორიული გააზრების ფაქტოლოგიურ ვითარებას. ითვალისწინებს რა აღნიშნულ გარემოებას, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის სათანადო სტრუქტურები დიდ ყურადღებას უთმობენ ზემოაღნიშნული დისპროპორციის აღმოფხვრის საქმეს. სწორედ აღნიშნული მიზნის სარეალიზაციოდ, ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენი გაზეთის მკითხველის სამსჯავროზე გამოვიტანოთ ნაწილი ამ თეორიული გამოკვლევებისა, რომელიც ქართველი ქორეოლოგების მოწადინებითაა შექმნილი. იმედი გვაქვს, აღნიშნული მასალები გაა- ძლიერებს და გააფართოებს მკითხველის ინტერესებს, გაზრდის თეორიული საქმიანობისადმი მათ მისწრაფებას.

განაგრძეთ კითხვა: