გაზეთი #2-3 (36-37) თებერვალი-მარტი 2012 წელი
ართული საბავშვო ქორეოგრაფიის “იმედის” ვარსკვლავი

 

 

2012 წლის 25 მარტს დიდ საკონცერტო დარბაზში სა- ქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტ- როსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ “იმედის” საიუბილეო კონცერ- ტი ჩატარდა. ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლ- თა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დიდი საკონ- ცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ანსამბლ “იმედის” ვარსკვ- ლავი. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “იმედი” შეიქ- მნა 1987 წელს. ხელმძღვანელები არიან ქორეოგრაფები ნუნუ ღვინერია და ჯემალ რეხვიაშვილი. 2011 წლის მი- წურულს „იმედს” მიენიჭა ბავშვთა სანიმუშო ანსამბლის წოდება. 2012 წელი ანსამბლისათვის საიუბილეო წელია, მას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედე- ბითი კავშირი გულითადად მიესალმება ანსამბლის ხელ- მძღვანელობას და ულოცავს ამ ღირსსახსოვარ თარიღს, მადლობას უცხადებს ქართული საბავშვო ქორეოგრა- ფიის სრულყოფა-განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის.
თენგიზ სუხიშვილი (არქივიდან):
სიტყვები არ მყოფნის! “იმედის” ბავშვები ქართული ქორეოგრაფიის ხვალინდელი დღეა!...ეს ბავშვები ნამდ- ვილი პროფესიონალები არიან. გულწრფელად გეუბნე- ბით, “იმედი” ნამდვილად იმსახურებს აკადემიური ანსამ- ბლის სტატუსს.
ომარ მხეიძე, საქართველოს სახალხო არტისტი: უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. შეუძლებელია, უემოციოდ უყურო “იმედის” ბავშვების გამოსვლას. რა მართალი ყოფილა ჩვენი დიდებული მწერალი გრიგოლ რობაქიძე, როცა თქვა: ქართულს სხვა ერის წარმომადგენელი ქართ- ველივით ვერ იცეკვებს, მას რასსა არ ეყოფაო.
განაგრძეთ კითხვა