გაზეთი #1 (40-41) დეკემბერი-იანვარი 2012-13 წელი

წლის შემაჯამებელი კონცერტი (2012 წელი)

 

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობამ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ა. გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსულ აკადემიურ თეატრში კალენდარული წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ჩატარდა საბავშვო და ახალგაზრდული ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალ-დათვალიერება. კავშირის ხელმძღვანელობამ გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფის, საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი (ბუხუტი) დარახველიძის პრემია და მედალი გადასცა ცნობილ ქორეოგრაფს, საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლ „იმედის“ ხელმძღვანელს, ბატონ ჯემალ რეხვიაშვილს, ხოლო ლეგენდარული მოცეკვავის დავით უშვერიძის სახელობის პრემია და მედალი გადაეცა ასევე ცნობილ ქორეოგრაფს, კავშირის იმერეთ, რაჭალეჩხუმ, ქვემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ავთანდილ ლომთაძეს.

წლის მანძილზე აქტიური შემოქმედებით გამორჩეული ანსამბლები დაჯილდოვდნენ „სანიმუშო, საბავშვო, სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდებით“. დაბადების მე-60 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით და აქტიური საქმიანობისათვის საგანგებო მედლებით, ასევე ამაგდარის წოდებით დაჯილდოვდნენ კავშირის თავმჯდომარის მოადგილეები პროფესორი ოლეგ ალავიძე და ცნობილი ქორეოგრაფი, ღირსების ორდენის კავალერი ბატონი იური ტორაძე. წლის საუკეთესო ქორეოგრაფი მიენიჭოს თბილისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ ხელმძღვანელს მამუკა ცერცვაძეს. წლის საუკეთესო პედაგოგ- ქორეოგრაფი მიენი- ჭოს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „მერანის“ პედაგოგ-ქორეოგრაფს მაკა ქაშაკაშვილს; მიენიჭოს ქ.

განაგრძეთ კითხვა