ბათუმში "არტ-ფოლკ ფესტ 2019"-ის მეორე ეტაპი საზეიმოდ გაიხსნა
 16 ივლისს ბათუმის საზაფხულო თეატრში, კულტურისა და ხელოვნების განვითრების კავშირ "არტ-ფოლკის" ორგანიზებით,  საერთაშორისო ფესტივალ "არტ ფოლკ ფესტ 2019"-ის მეორე ეტაპი საზეიმოდ გაიხსნა. პირველ საფესტივალო კონცერტს მომღერალი, მოცეკვავე  და ანსამბლ "ოქროს ფარის" სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა თედიაშვილი გაუძღვა. ღონისძიებაში საქართველოში მოქმედ კოლექტივებთან ერთად  მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები ესტონეთიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. თითოეულმა ანსამბლმა შასრულა რამდენიმე ნომერი და მაყურებლისგან ოვაცია და მქუხარე ტაში დაიმსახურა.   კონცერტი გრანდიოზული ფოერვერკით დასრულდა. 
 საერთაშორისო ფესტივალი 18 ივლისს გალა-კონცერტით დაგვირგვინდება, სადაც მონაწილე ანსამბლები დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
 მხარდამჭერები: UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID) ; ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია- EAFF;  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული გაზეთი "საქართველოს ქორეოგრაფია" ; კულტურის ინსტიტუტი; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი;  საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო ფონდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები;  შპს "ვარდის სახლი" ; ტელეკომპანია 12.