ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "მომავალი ჩვენია"
 8 ივლისს ქობულეთში ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირ „არტ-ფოლკის“ მხარდაჭერით, ტრადიციულად ქცეული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „არტ-ფოლკ ფესტის მომავალი ჩვენია“ გაიმართა, რომლის დამფუძნებელია ზაზა მჟავანაძე. ფესტივალში გარდა საქართველოში მოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივებისა, მონაწილეობდნენ საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ანსამბლები, რომლებმაც მრავალფეროვანი ნომრები წარმოადგინეს.
 ღონისძებაზე სიტყვით გამოვიდა კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირ „არტ-ფოლკის“ დამფუძნებელი და დირექტორი მურმან გამისონია და ზაზა მჟვანაძე 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ალამდარის ორდენით დააჯილდოვა. აგრეთვე, ქართული ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის საპატიო წოდებით დაჯილდოვდა ირაკლი ცეცხლაძე, ხოლო საქართველოს ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის  ამირან ინაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა. კონცერტის დასასრულს გაიმართა გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც თითოეული მონაწილე ანსამბლი დიპლომებითა და საპატიო პრიზით დაჯილდოვდა.
 მხარდამჭერები: საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; აჭარის ტურიზმისა და სპორტის დეპარტამენტი; კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“; კულტურის ინსტიტუტი;  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“ რედაქცია; ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი; ტელეკომპანია 12; ART TV.