ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "კავკასია 2019" დასრულდა
  8 ივლისს ბათუმის საზაფხულო თეატრში, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "კავკასია 2019"-ის რიგით მეოთხე, დასკვნითი კონცერტი გაიმართა.   ღონისძიებებში, რომელიც 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მონაწილეობდნენ ქართული და უცხოური კოლექტივები, კერძოდ უკრაინიდან, ხორვატიიდან, რუსეთიდან, ლიეტუვადან და სომხეთიდან.  მონაწილეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა და მაყურებელს დიდი სანახაობა შესთავაზეს. კონცერტის დასასრულს, საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ მარკოიშვილი და კავშირის პასუხისმგებელი მდივანი მურმან გამისონია. აგრეთვე, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც თითოეული ანსამბლი სპეციალური დიპლომებითა და საპატიო პრიზებით დაჯილდოვდა. "კავკასია 2019"  გრანდიოზული ფოერვერკის ფონზე დასრულდა. 
 
 მხარდამჭერები: UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID) ; ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია- EAFF; კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირი “არტ-ფოლი“; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული გაზეთი "საქართველოს ქორეოგრაფია" ; კულტურის ინსტიტუტი; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო ფონდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები; შპს "ვარდის სახლი" ; ტელეკომპანია 12.