ფოთში, საერთაშორისო ფესტივალი "კავკასია 2019" გაიხსნა
 საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით, 2 ივლისს ქალაქ ფოთში საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია 2019“ გაიხსნა, რომელმაც სათავე 2012 წელს, ტრადიციულად ფოთიდან აიღო. ფესტივალის მიზანია ფოლკლორული ხელოვნების განვითარება, მსოფლიოს ფოლკლორული კულტურის პოპულარიზაცია, მონაწილეთა შორის გამოცდილების გაცვლა, ხელოვანთა შორის კონტაქტების გაღრმავება და ქორეოგრაფთა კვალიფიკაციის ამაღლება. 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ისე ლიეტუვადან, უკრაინიდან, ხორვატიიდან და რუსეთიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა ჯგუფებმა. მათ მაყურებელს შესთავაზეს მრავალფეროვანი პროგრამა და მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

ფესტივალის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უცხოული კოლექტივების წარმომადგენლებისა და ფოთის მერის შეხვედრა მოეწყო. გოჩა კურდღელიამ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა : -„ აღნიშნული ფესტივალი ჩვენს ქალაქში უკვე მერვე წელია ტარდება. ძალიან მიხარია, რომ ვხედავ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს ქართველების გვერდით და მჯერა, რომ მოხიბლული დარჩებით ჩვენი ქვეყნის კულტურით, ღირსშესანიშნაობებითა და მასპინძლობით და აუცილებლად დაბრუნებით კიდევ“. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ მარკოიშვილი, კავშირის პასუხისმგებელი მდივანი მურმან გამისონია, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშრის ქალაქ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგლა თურქია და საპატიო მოქალაქე ახმეტ ამბალია . დასასრულს, გოჩა კურდღელიამ და ანსამბლების ხელმძღვანელებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.

 მხარდამჭერები: UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID) ; ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია- EAFF; კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირი “არტ-ფოლი“; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული გაზეთი "საქართველოს ქორეოგრაფია" ; კულტურის ინსტიტუტი; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო ფონდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები; შპს "ვარდის სახლი" ; ტელეკომპანია 12.