ანაკლიაში, "არტ-ფოლკ ფესტისა" და "არტ-კოლხის" ერთობლივი საფესტივალო კონცერტი გაიმართა
25 ივნისს ანაკლიაში, საერთაშორისო ფესტივალ "არტ-ფოლკ ფესტისა" და "არტ-კოლხის" ერთობლივი საფესტივალო კოცერტი გაიმართა, რომელშიც გარდა საქართველოში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა, მონაწილეობდნენ  ისრაელიდან, ლატვიიდან, ბელორუსიიდან და კოლუმბიიდან ჩამოსული მოცეკვავეები.
ღონისძიების დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მონაწილეებს უმასპინძლა: - " აღნიშნულ ფეტივალს, რომლის მიზანი სხვადასხვა კულტურის მქონე ერების დაკავშირებაა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მადლობა ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანებისთვის."
გიორგი შენგელიამ და სტუმრებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.
აგრეთვე, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საზეიმო მსვლელობა, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი ანსამბლები გააცნეს, დამეგობრდნენ და შემდეგ ანაკლიის ისტორიულ ციხესიმაგრეში გრანდიოზულ კონცერტს შეუდგნენ.
ღონისძიების დასასრულს თითოეული ანსამბლი სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.