"არტ-ფოლკ ფესტ"-ის ფარგლებში, უცხოელი სტუმრებისთვის მასტერკლასი მოეწყო
კულტურისა და ხელოვნების გაერთანების კავშირ "არტ-ფოლკის" ორგანიზებითა და აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "არსიანი"-ს მხარდაჭერით, 24 ივნისს გაიმართა ქართული ფოლკლორული კონცერტი და მასტერკლასი ისრაელიდან, ბელორუსიიდან და ლატვიიდან საერთაშორისო ფესტივალ "არტ-ფოლკ ფესტ"-ზე  ჩამოსული მოცეკვავეებისთვის.  
კონცერტის დაწყების წინ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ  აჭარის აკადემიური ანსამბლ "არსიანი"-ს ისტორიულ მუზეუმში,  იმოგზაურეს ანსამბლის წარსულში, ხოლო შემდეგ ანსამბლის დასმა წარმოადგინა გამორჩეული, ტრადიციული ნომრები და გამართა მასტერკლასი ცეკვა "განდაგანას" ფრაგმენტებზე.
  მასტერკლასი ჩაატარეს ანსამბლის წამყვანმა და გამორჩეულმა სოლისტებმა: ნინა პორივაიმ და გოგი ვეკუამ.
სტუმრები  აღფრთოვანებულები დარჩნენ წარმოდგნილი სანახაობოთ და აღნიშნეს, რომ საქართველო ნამდვილად მდიდარი და განსაკუთრებულია  ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ელემენტებით.