ბათუმში, "არტ-ფოლკ ფესტ"-ის პირველი საფესტივალო კონცერტი გაიმართა
20 ივნისს, ბათუმის საზაფხულო თეატრში კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირ "არტ-ფოლკის" ორგანიზებით, საერთაშორისო ფესტივალი "არტ-ფოლკ ფესტ"-ის პირველი  კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოში მოქმედ კოლექტივებთან ერთად მონაწილეობდნენ ანსამბლები ისრაელიდან, ბელარუსიდან,  ლატვიიდან და რუსეთიდან.  მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნების ტრადიციული კულტურა ერთ-ერთი ნომრით წარმოადგინეს. 
 საერთაშორისო ფესტივალი 28 ივნისამდე გაგრძელდება და მას  დააგვირგვინებს გრანდიოზული გალა-კონცერტი, სადაც მონაწილე ქართული და უცხოური ანსამბლები სპეციალური დიპლომებითა და საპატიო პრიზებით დაჯილდოვდებიან.

მხარდამჭერები: UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID) ; ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია- EAFF;  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული გაზეთი "საქართველოს ქორეოგრაფია" ; კულტურის ინსტიტუტი; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი;  საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო ფონდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები;  შპს "ვარდის სახლი" ; ტელეკომპანია 12.