15-16 ივნისს, ყოველწლიური ფესტივალი "ბრავო ომარ!" გაიმართა
15-16 ივნისს, პროფკავშირების კულტურის ცენტრში, საქართველოს ქორეოგრაფთა  კავშირის ორგანიზებით ჩატარდა გამოჩენილი  ხელოვანის, საუკუნის   ლეგენდარული  მოცეკვავის, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საპატიო მოქალაქის, საქართველოს  სახალხო არტისტის, ეროვნული პრემიის ლაურეატის, „ღირსების ორდენის“ კავალერის, „ხელოვნების  ქურუმის“, ომარ მხეიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საბავშვო და ახალგაზრდული ქოროგრაფიული ანსამბლების   ტრადიციად ქცეული  ყოველწლიური ფესტივალი „ბრავო ომარ!“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი ანსამბლები. აღნიშნული ფესტივალის დასასრულს თითოეულ მონაწილეს სპეციალური დიპლომები და პრიზები გადაეცა.
 ღონისძიების მხარდამჭერები არიან:  IUNESCO-ს ცეკვის  საერთაშორისო  საბჭო (CID);  ფოლკლორული ცეკვების   ევროპული ასოციაცია (EAFF); ქ. თბილისის მერია; კულტურის ინსტიტუტი; ხელოვნებისა და  კულტურის განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი; ვეტერან ქორეოგრაფთა   საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი; შპს „ვარდის  სახლი“; კულტურის ცენტრი „არტ-ჰოლი“; ინტერნეტ-ტელევიზია   „ვარსკვლავები Stars.ge“; ტელეკომპანია 12.