საერთაშორისო ფესტივალი "არტ-ფოლკ ფესტ"
2019 წლის 19-28 ივნისს,  კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირ "არტ-ფოლკის" ორგანიზებით ტარდება ტრადიციული, საერთაშორისო ფესტივალი "არტ-ფოლკ ფესტი", რომლის მიზანია ფოლკლორული ხელოვნების განვითარება, მსოფლიოს ფოლკლორული კულტურის პოპულარიზაცია, მონაწილეთა შორის გამოცდილების გაცვლა, ხელოვანთა შორის კონტაქტების გაღრმავება და ქორეოგრაფთა კვალიფიკაციის ამაღლება.

ფესტივალში გარდა საქართველოში მოქმედი კოლექტივებისა მონაწილეობენ ანსამბლები ისრაელიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან. ღონისძიებები გაიმართება ქობულეთში, ანაკლიაში, ზუგდიდში და ბათუმში. აღნიშნულ საერთაშორისო ფესტივალს დააგვირგვინებს გრანდიოზული გალა კონცერტი, სადაც მონაწილე ქართული და უცხოური ანსამბლები სპეციალური დიპლომებითა და საპატიო პრიზებით დაჯილდოვდებიან.

 მხარდამჭერები: UNESCO-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID) ; ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია- EAFF;  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული გაზეთი "საქართველოს ქორეოგრაფია" ; კულტურის ინსტიტუტი; ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი;  საქართველოს ვეტერან ქორეოგრაფთა საერთაშორისო ფონდი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები; ვარდის სახლი; ტელეკომპანია 12.